ამ დღეზე, 08.08.08-ზე

მოკლედ, მოვიდა 8 აგვისტო და ისევ ზუსტად იგივენაირი კამათი მიდის, იგივე თემებზე, ისევ იმეზეა დავა 7 აგვისტოს დაიწყო ომი თუ 8-ში, სააკაშვილმა დაიწყო თუ არა. მოკლედ, გადაღეჭილი თემები.

მაინც საგულისხმოა ლიბერალების მიდგომა, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო და საპირისპიროს თქმა "რუსეთის პროპაგანდაა". ამას ამტკიცებენ გავეშებულები, არადა თავიდან თვითონ სააკაშილის მთავრობა და ლიბერალები აპიარებდნენ 08.08.08 თარიღს და ყველგან ასე იყო ცნობილი. მერე მოხდა რაღაცა და უცბათ - რუსული პროპაგანდა გახდა, გეგონება რუსებმა გამოიგონეს ეს 08.08.08. როგორც hive mind-ივით მოქმედებენ ეს ლიბერალები რა, ერთხემ ჩასძახებ და მერე ათასჯერ იმეორებენ მაგას, მერე სხვა რამეს ჩასძახებ და უკვე სხვა რამეს იმეორებენ. ხან მასკა უნდა გაიკეთო, ხან უკრაინას უნდა დაუჭირო მხარი, ხან 8 აგვისტოს დაიწყო და ხან უცბათ 7-ში და სხვა რამე რუსული პროპაგანდაა :D

მაგრამ საერთოდ არაა მთავარი ომი 7-ში დაიწყო თუ 8-ში. ან ის, თუ ვინ გაისროლა პირველმა. დავუშვათ სრულად ვიზიარებთ იმას, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და თავს დაგვესხა. მერე? კი ბატონო, დასავლეთი შეშფოთდება, მაგრამ არაფერს გააკეთებს, რუსეთი კიდევ უფრო გამწარდება ჩვენზე, დანარჩენ სამყაროს, მაგ. ჩინეთს და ინდოეთს კი ეკიდება. ანუ არც არაფერი არ მოხდება.

მოკლედ, ამით მემგონი ნათელია ერთი რაღაცა - მთავარი ის არაა, ვინ დაიწყო ომი, რადგან რა პასუხიც არ უნდა გავცეთ ამ შეკითხვაზე დიდად არაფერი შეიცვლება, მთავარი შეკითხვაა - რატომ დაიწყო ომი? რატომ დაგვესხა თავს რუსეთი? ზოგადად, რამე მოვლენიდან დასკვნის გამოტანა ტუ გვინდა, ესაა მთავარი შეკითხვა, რადგან ტყვია ვინ გაისროლა პირველად, რომელ დღეს, რომელ საათზე და რომელ წუთზე, ამას ანალიტიკური კუთხით ნაკლები მნიშვნელობა აქვს

ხოდა, რატომ დაგვესხა თავს რუსეთი? ამაზე ლიბერალების პასუხია, რომ რუსეთს უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა. კი ბატონო, მაგრამ 14 პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკა არსებობს რუსეთის გამოკლებით, ამ გავეშებული დათვის პირში მაინცდამაინც ჩვენ რატომ აღმოვჩნდით? რატომ არ დაესხნენ მაგალითად ყაზახეთს, რომლის ჩრდილოეთში საერთოდ რუსები ცხოვრობენ და რუსეთთან უნდათ შეერთება? როგორ მოხერხდა, რომ რუსეთის აგრესიის სამიზნე მაინცდამაინც ჩვენ ვიყავით? რატომ დაგვესხნენ თავს 2008-ში და არა მაგალითად 2002-ში ან 2022-ში, რატომ დაესხნენ ამ წელს უკვე უკრაინას და არა ჩვენ?

რეალურად პასუხი ცალსახაა - იმიტომ რომ 2008-ში გვყავდა რადიკალურად პრო-დასავლური მთავრობა. ფაქტობრივად, ასეთმა პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა უკიდურეს დაძაბულობამდე რუსეთთან, რის შედეგადაც დაგვესხნენ თავს. მანამდეც (2003-მდე) დაძაბული იყო ურთიერთობები, მაგრამ ამ ზღვარამდე არ მისულა, რადგან ასე თუ ისე დაბალანსებული საგაერო პოლიტიკის წარმოება ხდებოდა. 2022-ში აღარ იყო იმდენად რადიკალური პროდასავლური პოლიტიკა, შესაბამისად, უკვე არა ჩვენ, არამედ სხვას დაესხნენ თავს.

მოკლედ, ესაა და ეს. დანარჩენი ბელატრისტიკაა. მაგრამ ჩვენთან მაინცდამაინც მთავარს არ ექცევა ყურადღება. არადა ნათელია - 2008-ში ქართული ოცნება რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ისეთ პოლიტიკას გაატარებდა, საომარი ესკალაციის დონემდე არასდროს მივიდოდა ვითარება. ეგ კი არა, მაშინდელი ოპოზიციაც რომ მოსულიყო 2008-ში, რუსეთთან ომი არ იქნებოდა. შესაბამისად, არ იქნებიდა არც ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება რუსეთის მიერ და არ დადგებოდა ის მძიმე ვითარება, რაც დღეს უდგას ჩვენ ქვეყანას.

Posted Aug 8, 2025, 9:08 PM UTC

10
Loading comments…