Yummy

სალამი მეგობრებო. ვარ ახალბედა სოლო დეველოპერი. დავწერე აპლიკაცია ფლატერზე და მაქვს დახურულ ტესტინგში, მყავს უკვე 12 ტესტერი, ოღონდ ფიქტირური. უბრალოდ იმეილები დავამატე და ტესტერებად გავაწევრიანე. რეალურად არავინ ტესტავს ჩემ გარდა. მაინტერესებს ვინმე ხომ არ იქნებით დაინტერესებული? რა თქმა უნდა არ ვითხოვ 'end-to-end' ტესტინგს და პროფესიონალებს. უბრალოდ ვინმეს თუ დაგაინტერესებთ და რაიმე რჩევები თუ გექნებათ, ყველაფერს გავითვალისწინებ 😁

აპლიკაცია არის სოციალური ქსელი საჭმლისა და რეცეპტების მიმართულებით. შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი რეცეპტი, რომელსაც დაურთავთ სურათს, ინგრედიენტებს, მომზადების ნაბიჯებს, თეგებს და ა.შ.

ასევე ძიების ერთ-ერთი ფუნქცია ითვალისწინებს იმ რეცეპტების ძებნას რისი ინგრედიენტებიც თქვენ უკვე გაქვთ სახლში.

თუ ვინმეს დაგაინტერესებთ დამიკომენტარეთ და დაგამატებთ დახურულ ტესტში და გამოგიგზავნით აპლიკაციის ლინკს ფლეი სთორში.

ჩემ გარშემო თითქმის ყველას აიფონი აქვს და მიჭირს ნაცნობი ტესტერების მოძებნა. ეფლმა 99$ მომთხოვა დეველოპერის ექაუნთის შესაქმნელად, რაც როგორც გავარკვიე აუცილებელია რეალურ დევაისებზე აპლიკაციის დასაყენებლად. ჯერ არ ვარ მზად 99$ გადავიხადო მხოლოდ იმისთვის რომ აპლიკაცია დაიტესტოს. როდესაც ანდროიდის აპლიკაციას გავუშვებ, ხალხის გამოხმაურების მიხედვით გადავწყვიტავ ღირს თუ არა iOS-ზეც გავუშვა.

წინასწარ დიდი მადლობა

Posted Feb 14, 2026, 8:16 AM UTC

54
Loading comments…