ახალგაზრდების დიდ ნაწილს გართობის გარდა არაფერი აინტერესებთ.
შარშან ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და სიმართლე რომ გითხრათ, ამდენი ჩლუნგი ერთად არ მინახავს. ჯერ ერთი აბიტურიენტობის დროს ხალხი ელემენტარულ წილადებზე ვერ ატარებდნენ მოქმედებებს და ქართულის თემებში ისეთ სასწაულებს წერდნენ ხოლმე მეგონა ახალი ნასწავლი ჰქონდათ წერა-კითხვა. ინგლისურზე ხმას არ ამოვიღებ უბრალოდ.
უნივერსიტეტს რაც შეეხება, უბრალოდ გამაღიზიანებელია ჩემთვის, რომ ამდენი გაუნათლებელი საერთოდ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდა. ოღონდაც ზღვარი გადალახონ და არაფერი არ ადარდებთ. აინტერესებთ მხოლოდ "ბირჟაზე" დგომა, მოწევა და დალევა. ტაშ-ფანდურის იქეთ პერსპექტივა არ აქვთ ცხოვრებაში და მერე წუწუნებენ, რომ ბევრი ფული უნდათ თურმე. თითქმის ყველა უნივერსიტეტში ასეთი ამბავია მემგონი ჯავახიშვილის რამდენიმე ფაკულტეტის და თავისუფალის გარდა. ქვეყნის მდგომარეობაც არ აინტერესებთ, თურმე თავს ვერ შეიწუხებენ და არაუშავს, თუ ოკუპანტები თავზე დაგვასხდებიან, ისინი ხო უბრალოდ აპოლიტიკურები არიან? :(( სასტიკად უზრდელები რომ არიან და ყველას ერთმანეთი რომ ეზიზღება შინაგანად ეგ ცალკე ამბავია.
რაც მთავარია შენ თუ სწავლა გინდა, განვითარება,იბრძვი შენი და შენი ქვეყნის მომავლისთვის შენი ატანა არ აქვთ, ე.წ. "შკოლნიკად" გამოგიყვანენ მაგრამ როცა საჭიროა თურმე უნდა დაეხმარო და ყველაფერი აუხსნა :*
ძალიან ცხელ გულზე დაწერილი პოსტია მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ნერვები მეშლება, რომ ჩემხელა ადამიანები სწავლისადმი და ქვეყნის მომავლისადმი არიან ასეთი დამოკიდებულებით და დედიკო-მამიკოების იმედზე განაგრძობენ ტაშ-ფანდურით ცხოვრებას... ნეტავი როდემდე უნდა იცხოვრონ სხვისი იმედით და ერთმანეთის ზიზღით.
Posted Jul 27, 2026, 6:59 AM UTC